ჩვენს შესახებ

პორტმანე - ელექტრონული საფულეა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობს და ახორციელებს ყოველდღიურ გადახდებს.


პორტმანე სწრაფი და უსაფრთხო გზაა ინტერნეტ გადახდებისთვის კომპიუტერით, მობილური ტელეფონის აპლიკაციით თუ სმს-ით.


სერვისები რომლებიც შეგიძლიათ გადაიხადოთ პორტმანეს საშუალებით:

* კომუნალური გადასახადები

* მობილური ოპერატორები

* ინტერნეტი

* ტელევიზია

* ონლაინ თამაშები, სოციალური ქსელები და ა.შ


პორტმანეს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ გადახდა მაქსიმუმ 1500 ლარის ოდენობით. პორტმანეს ელექტრონული საფულის გახსნა შესაძლებელია ვებ საიტზე : www. portmane.ge ტელეფონის ნომრის საშუალებით.


თქვენი ტელეფონის ნომერი გახდება ელექტრონული საფულის ანგარიშის ნომერი.


პირადი მონაცემების უსაფრთხოება გარანტირებულია SSL სერთიფიკატით.


ელექტრონული საფულე - პორტმანე აძლევს საშუალებას მომხმარებლებს დაზოგონ დრო, განახორციელონ გადახდები, შეავსონ ბალანსი და გადარიცხონ თანხა პორტმანეს საფულეებს შორის.


ელექტრონული საფულე არ არის მხოლოდ საშუალება, რომ გქონდეთ ფული, არამედ შესაძლებლობა განკარგოთ თქვენი თანხები ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას.


იმ მომხმარებლებს, რომელთაც სურთ რომ განახორციელონ გადახდები ვებ საიტზე რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ გამოიყენონ პორტმანეს კოდის სერვისი. პორტმანეს კოდი არის ელექტრონული ვაუჩერი, რომლის შეძენაც შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ ელექტრონული გადახდის ჯიხურში.